რეზონანსი
23.08.2025

ბატონო ოპოზიციონერებო, ოპოზიციურო ჟურნალისტებო, არასამთავრობო სექტორო და აქტივისტებო. ნებისმიერ თქვენთაგანს აქვს უფლება იყოს ნაძირალა, გახრწნილი, უვიცი, უზრდელი, სანამ კანონს არ არღვევთ. კანონი გაძლევთ მაგის უფლებას დარჩეთ იმად რაც ხართ. არავინ არ აპირებს თქვენ აღზრდას, გაკეთილშობილებას, ყველას ესმის რომ ეს შეუძლებელია, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ჭოტორლიშვილი მიმართავს რადიკალურ ოპოზიციას, რომ „ ქართველ ერსაც აქვს უფლება თქვენ დანახვაზე ცხვირზე ცხვირახოცი აიფაროს და შორიდან შემოგიაროთ როგორც ნაგვის ბუნკერს“.

„ადამიანი რომელიც პროსტიტუციით იყო დაკავებული, ხოლო მისი მეუღლე კამერით იღებდა და მერე კლიენტებს აშანტაჟებდა, ორივენი არიან ოპოზიციის და ოპოზიციის მხარდამჭერების სახე. გამოხტებიან პროგრესისტები და დაიწყებენ, სხვისი პირადი ცხოვრება თქვენი რა საქმეაო. შანტაჟი სისხლის სამართლის საქმეა და არა პირადი ცხოვრება, ამიტომ ზის კიდევაც. თანაც საზოგადოებას აქვს უფლება მორალური თვალსაზრისით შეაფასოს ადამიანი რომელიც საჯარო სიხარულით ეგებება სხვა ადამიანის გარდაცვალებას. 

ბატონო ოპოზიციონერებო, ოპოზიციურო ჟურნალისტებო, არასამთავრობო სექტორო და აქტივისტებო. ნებისმიერ თქვენთაგანს აქვს უფლება იყოს ნაძირალა, გახრწნილი, უვიცი, უზრდელი, სანამ კანონს არ არღვევთ. კანონი გაძლევთ მაგის უფლებას დარჩეთ იმად რაც ხართ. არავინ არ აპირებს თქვენ აღზრდას, გაკეთილშობილებას, ყველას ესმის რომ ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ ქართველ ერსაც აქვს უფლება თქვენ დანახვაზე ცხვირზე ცხვირახოცი აიფაროს და შორიდან შემოგიაროთ როგორც ნაგვის ბუნკერს. ეს არ ნიშნავს რომ საზოგადოება გაყოფილია. ჩვენ ვართ ბევრი, თქვენ ხართ ცოტა და ხმაურობთ რომ ბევრი გამოჩნდეთ. ჩვენ ვართ საზოგადოება, თავისი ნაკლოვანებებით, ღირსებებით და სისუსტეებით. თქვენ კი ხართ საზოგადოების მყვირალა ნარჩენები“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×