რეზონანსი
24.08.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×