
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მომავალს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ხედავს.
უკრაინის ხალხს აქვს დაუმარცხებელი სული, თქვენი ქვეყნის სიმამაცე კი ბევრს შთააგონებს. ამ მნიშვნელოვან დღეს იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი ქვეყნის მომავალს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, - ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა.
მილოცვაში ტრამპი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომსაც და აღნიშნა, რომ „დადგა დრო, დასრულდეს უსასრულო მკვლელობები“:
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც მოიტანს მყარ და ხანგრძლივ მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას.“
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის ლიდერს მილოცვისთვის და მხარდაჭერისთვის.