რეზონანსი
24.08.2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვათის ხეობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უწყების ცნობით,ვერტმფრენმა მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე რამდენიმე ეტაპად გადაიყვანა.

მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს",-აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×