რეზონანსი
24.08.2025

"ქართული ოცნების" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, ანივარდ მოსოიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

მოსოიანის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები და რეკრეაციული ზონების მშენებლობა იქნება.

"პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტის გზები, მოსახლეობის მოთხოვნით. ასევე, რეკრეაციული ზონების მშენებლობა.

განვსაზღვრეთ, რომ საჭიროა ახალი ფართი, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება", - განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×