რეზონანსი
25.08.2025

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ომი არაუმეტეს 6 თვეში დასრულდება. შესაბამისი განცხადება მან NBC News-ის ეთერში გააკეთა. როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგიდან ჯერ არ მოხსნილა და შეერთებული შტატები გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.

„ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც დიპლომატიაში აქტიურადაა ჩართული, რათა მკვლელობები შეაჩეროს. რაც არ უნდა იყოს შედეგი, დასრულდება ომი სამ თუ ექვს თვეში, იმედი მაქვს, რომ არაუმეტეს 6 თვეში, უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მკვლელობების შეჩერებას ცდილობს“, - განაცხადა ვენსმა.

ვენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×