რეზონანსი
25.08.2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა   ეხმიანება   საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სპიკერად  ძალადობრივი აქციების ორგანიზატორის, ბექა კობახიძის არჩევას.

ფოჩხუას განცხადებით,  დიდი ხანია, რაც ყველამ კარგად იცის ბექა კობახიძის რადიკალიზმისა, ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ მტრობის შესახებ, მასთან თანამშრომლობა კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იზიარებს ბექა კობახიძის  რადიკალიზმს და იღებს მის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას. 

„დიდი ხანია ყველამ იცის ვინ არის ბექა კობახიძე, იგი გამოირჩევა რადიკალიზმით, ქვეყნის და ეკლესიის მტრობით. როგორ შეიძლება ეს ადამიანი აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ იმ ვიდეო რგოლების სერიაში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ალაპარაკო საქართველოს ნათელ მომავალზე, როცა ქართულ მედიაში მრავლად მოიპოვება მის მიერ ოპოზიციური რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერა და ძალადობრივი აქციების ორგანიზატორობა.

როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ეს იმას ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას, რაც ძალიან სამწუხაროა“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×