რეზონანსი
25.08.2025

თავდასხმა, ძალადობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების მიერ თავდასხმას ამერიკელ ტურისტზე, რომელიც რუსი ეგონათ.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის დაჯგუფება, რომელთა ძალადობის კვალი ახლაც ატყვია რუსთაველს. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ძალადობას. რაც გაგვაძლიერებს ქართველ ხალხს ერთობა და ერთიანობაა. შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, გვქონდეს განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ურთიერთპატივისცემა უნდა გვამოძრავებდეს ერთმანეთისადმი და განსხვავებული აზრისადმი. თავდასხმა, ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×