რეზონანსი
25.08.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები კვირის ბოლოს შეხვდებიან და რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ.

„დღეს გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან ამ თემატიკის გასაგრძელებლად, რუსულ მხარესთან შესაძლო შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების განვითარებისთვის. კვირის ბოლოს გაიმართება უკრაინული და ამერიკული მხარის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. კრემლში განაცხადეს მზადყოფნა, გაზარდონ მოლაპარაკებების დონე, თუმცა პირდაპირ არ დათანხმდნენ ვლადიმერ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×