რეზონანსი
25.08.2025

ასპინძა- ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 24 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით - „ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გარდაცვლილი 2008 წელს დაბადებულია“.

ერთი დაშავებული ახალქალაქის კლინიკაში შეიყვანეს, როგორც კლინიკაში განგვიმარტეს ახალგაზრდა მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. იგი დღეს თბილისში გადაიყვანეს.

შსს–ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×