რეზონანსი
25.08.2025

თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, ერთი წლით ციხეში წახვალთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის დროშას დაწვავენ, პატიმრობას ითვალისწინებს.

„დროშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვავენ. აშშ-ის დროშებს მთელ მსოფლიოში წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ამას სიტყვის თავისუფლება უწოდა. როდესაც ამერიკის დროშას წვავენ, ეს ისეთი დონის არეულობას იწვევს, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ-ის დროშის დაწვის შემთხვევებს გენერალური პროკურორი, პემ ბონდი განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×