რეზონანსი
26.08.2025

უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე სპეკულაციები ისევ გარედან არის შემოტანილი, თუმცა ქართველი ხალხის საზიანო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ - „ოჯახური ღირებულებების" კანონის მიღებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს ჩვენს მომავალს ეხება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ახლანდელი ხელმძღვანელობა პირდაპირ მართულია „დიფ სთეითიდან".

„საშუალებას არ მივცემთ, რომ ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა იყოს. ასევე გამჭვირვალობის კანონზე არ ვიტყვით უარს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკელი ხალხისთვის. ეს ყველაფერი „დიფ სთეითმა" რომ იცის, ახლა შანტაჟის მექანიზმად აქვთ შემოტანილი, რომ უვიზო მომისვლის საკითხი „ქართულ ოცნებას" დააბრალონ. ევროკავშირი საკუთარი თავით ქართველ ხალხს ემუქრება. მათი ახლანდელი ხელმძღვანელობა პირდაპირ მართულია „დიფ სთეითიდან" და მათზე გავლენა დიდია. ისეთი საკითხები შემოაქვთ, რაც არავითარ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან და ქართულ საზოგადოებას ემუქრებიან. ევროკავშირში საღი აზრი თუ დარჩენილია და იმედია, ეს საღი აზრი სხვადასხვა ლიდერში იარსებებს, უსამართლო დამოკიდებულება, რაც ახლა ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, შეიცვლება. თუ არ უნდათ, რომ თავიანთ ქვეყნებში იმავე უსამართლობის მსხვერპლი მათივე ხალხი გახდეს, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილება განსხვავებული უნდა იყოს და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×