
ბოლო ექვს თვეში საქართველოდან რუსეთში 17,8 ათასი მანქანა შევიდა - ამ ინფორმაციას ოფიციალური თბილისი მალავს, საქსტატი წერს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია მხოლოდ 5 ავტომობილი, მაგრამ ანალიტიკური სააგენტოს „ავტოსტატის“ დირექტორმა სერგეი ცელიკოვმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში 17,8 ათასი მსუბუქი ავტომობილია შეტანილი.
"ავტოსტატმა" გაარკვია, რომ ამერიკიდან, კანადიდან და ევროპიდან ახალი ან მეორადი მანქანები ჯერ საქართველოში ჩამოყავთ შემდეგ ლარსის გავლით რუსეთში ხვდება, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.
„ავტოსტატის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოფიციალურად, საქართველოს გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი თითქოს აკრძალულია. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რეგისტრაციისა და იმპორტის სხვადასხვა სქემა კვლავ მოქმედია.
ცელიკოვის თქმით, გასულ წელთან შედარებით ავტომობილების ექსპორტი 230%-ით გაიზარდა და საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების 95%-ზე მეტი საკმაოდ ახალია - 2020-2022 წლებშია გამოშვებული.
„საქართველოს გავლით ძირითადად გადაიზიდება ავტომობილები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან, ჩინეთში აწყობილები არ არის. ისინი ზღვით - აჭარის და ფოთის პორტებიდან - ჩადის და შემდეგ სხვა ქვეყნებში იგზავნება. საბოლოოდ ამ ავტომობილების ყველაზე დიდი მომხმარებელი ხდება რუსეთი“, - აცხადებს ცელიკოვი და განმარტავს, რომ „საქართველო ავტომობილებზე დღგ-ს არ აწესებს“, რაც „საბოლოო ფასს საკმაოდ მიმზიდველს ხდის“.
მკვლევარები ამბობენ, რომ აღნიშნული სქემა იმდენად მასთაბურია, შეუძლებელია ამის შესახებ არაფერი იცოდნენ შემოსავლების სამსახურში.
აი ფაქტის" გამომძიებელი ჟურნალისტის, ია ასათიანის განცხადებით, "ყოველთვის არის შესაძლებელი ამ შავი ხვრელების დახურვა.".
ის, რომ საქართველო რუსეთისთვის არის მაშველი რგოლი, მსუბუქი ავტომობილები, ტრაილერების თუ მძიმე ავტომობილების გაყვანისთვის, ეს საერთოდ არ არის ახალი ამბავი. ერთი სქემა არის, როდესაც ავტომობილები გადაჰყავთ ინდივიდუალური კვეთით, რაც ჩვენთან არ ფიქსირდება ექსპორტის სტატისტიკაში, მეორე არის, როდესაც მესამე ქვეყნის გავლით შეჰყავთ რუსეთში, ანუ ვაფორმებთ, რომ მიდის ყირეგიზეთში, მაგრამ, სინამდვილეში ყირგიზეთის ნაცვლად რჩება რუსეთში. ეს სქემა იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია ამის შესახებ არ იცოდეს შემოსავლების სამსახურმა. მაგალითად, თუ ადამიანი გადადის საზღვარზე ავტომობილით და იმ დღესვე ბრუნდება ფეხით და ამას აკეთებს თვეში 10--ჯერ, 20-ჯერ ან მეტჯერ, ალბათ უნდა გაგიჩნდეს კითხვა, სად მიჰყავს ეს ავტომობილები, იმიტომ, რომ ზუსტად ამას აკეთებდნენ ის რუსი დილერები, რომლებიც საქართველოში გადმოსახლდნენ. ყოველთვის არის შესაძლებელი ამ შავი ხვრელების დახურვა. თუ არსებობს სურვილი, არსებობს შესაძლებლობები. შესაძლებელია ძლაინ მარტივად თუნდაც ისეთი რეგულაციების დაწესება, რაც თურქეთის საზღვართან გვაქვს. მსგავსი შეზღუდვაც კი რაღაც მხრივ აზღვევს იმას, რომ საქართველოდან ყოველ წუთში , 5 წუთში ერთხელ მაინც არ გადიოდეს ავტომობილი რუსეთში და 5 წუთში ერთხელ მაინც რ ვარღვევდეთ სანქციებს", - აცხადებს "აი ფაქტის" გამომძიებელი ჟურნალისტი ია ასათიანი.