რეზონანსი
26.08.2025

 "მე არ ვარ დიქტატორი" - აცხადებს ტრამპი, თუმცა დიქტატორებად აღიარებულ ლიდერებთან საუბარი ყველაზე კარგად გამოსდის. ამით ხშირად თავსაც იქებს და სხვებსაც არწმუნებს, რომ მოლაპარაკების უნიკალური უნარებით მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება შეუძლია.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, ეხება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაყინულ კონფლიქტებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც სრულიად იზოლირებულია. ამბობს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ხელი მეორედ ჩამოართვას. ტრამპი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ პუტინის ახლო მეგობართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

თეთრ სახლში მედიასთან ტრამპმა უკრაინის ომზე ბევრი ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტი ახლა ცდილობს პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე დაითანხმოს და მხარეები 3 წლიან კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

ომი, რომ ადრე თუ გვიან დასრულდება ეს ყველამ იცის, თუმცა რა შედეგით - არავინ! უკრაინაში, ამბობენ, რომ დროა რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ხოლო ომში მყოფმა ქვეყანამ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები ტრამპისგან იმასაც ითხოვენ რომ პოლიტიკური ზეწოლა გაძლიეროს ისრაელზე. ბოლო დროს ცაჰალის მიერ ღაზის სექტორში გატარებული ღონისძიებები თავად შტატების პრეზიდენტსაც არ მოსწონს და ამბობს, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში 2 კვირაში დასრულდება.

ზოგადი სიტუაცია დონალდ ტრამპს არც ქვეყნის შიგნით მოსწონს. მიგრანტების მიმართ გადადგმული მკაცრი პოლიტიკის გამო, ის ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება. ოვალურ კაბინეტში ტრამპმა ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა სხვადასხვა შტატში ეროვნული გვარდიის შეყვანა და კანონების გამკაცრება, რომელიც ერთის მხრივ ამერიკული დროშების დაწვას პატიმრობით პასუხობს, ხოლო მეორე მხრივ ამერიკაში არალეგალებს უკავშირდება.

ცვლილებების პოლიტიკა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკვე მეორედ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, მან მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის მოგვარება შეძლო. მშვიდობის გასაღები - 47-ე პრეზიდენტმა დიპლომატიაში აღმოაჩინა. თუმცა, გაპრეზიდენტებიდან 7 თვის შემდეგ კვლაც უცვლელია, ტრამპის მთავარი ამოცანა - დაასრულოს ომი უკრაინაში, რომელიც უკვე 3 წელია გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×