რეზონანსი
27.08.2025

საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა

„საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა", - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×