რეზონანსი
27.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ახლა აშშ-ს და უკრაინას ძალიან განსხვავებული ურთიერთობა აქვთ, რადგან ახლა ამერიკა არ აძლევს არანაირ თანხას უკრაინას, ნატოს წევრი ქვეყნები იხდიან.

„იცით, ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო. ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. მე ძალიან კარგად ვეწყობი ზელენსკის, ახლა ჩვენ ძალიან განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩვენ ახლა არ ვაძლევთ არანაირ თანხას უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები იხდიან. ესეც რომ არ იყოს, მინდა, რომ ეს დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. გასულ კვირას 7 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი რუსები, უკრაინელები იყვნენ, ისინი არ იყვნენ ამერიკელები, ამიტომ ბევრმა შეიძლება თქვას, რაში გაინტერესებთ? ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ მე მაინტერესებს. ყოველ კვირას ათასობით, ძირითადად, ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. ამის შეჩერებას თუ შევძლებ სანქციების დაწესებით ან ძალიან მაღალი ტარიფების გამოყენებით, რაც რუსეთს, უკრაინას ან ნებისმიერ სხვას დააზარალებს... იცით, მე შვიდი ომი შევაჩერე", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×