რეზონანსი
27.08.2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ „აღშფოთება-შეშფოთებას" საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს".

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ ან არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს, ამით კანონს არღვევს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის.

„არასამთავრობების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედოთ. ცხადია, მათ „აღშფოთება-შეშფოთებას" საზღვარი არ აქვს, რაზეც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს ( მანამდე ესენი „იპროტესტებენ" აქ). თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ/არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს ( ამით კი კანონს არღვევს) და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის. რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, ის როგორც ეს მიღებულია ჩვენს „სანატრელ ევროპაში", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×