რეზონანსი
27.08.2025

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს.

შეხვედრაზე, რომელიც რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის შედგა, ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერისათვის, რისი მკაფიო გამოხატულებაა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები საქართველოში კონფლიქტის შესახებ.

„საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრს, აქვს სრული მზაობა აქტიურად და კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი ევროპის საბჭოსთან და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვით“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა, ხატია წილოსანმა.

საგარეო უწყების ცნობით, გენერალურმა მდივანმა საქართველოს ელჩს დაუდასტურა ევროპის საბჭოსა და მისი პირადი მზაობა საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×