რეზონანსი
27.08.2025

იორგი მიქაუტაძის დამატება ესპანური ლა ლიგის კლუბს, „ვილიარეალს“ სურს, – ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიე ავრცელებს.

„ესპანური ვილიარეალი“ „ლიონიდან“ 24 წლის ჟორჟ მიქაუტაძის დამატებას ჩქარობს. ოფიციალური შეთავაზება უკვე გაგზავნილია და ფრანგული კლუბი თავდამსხმელს გაყიდის. „ვილიარეალმა“ ამ ზაფხულს ვეიგა, მოლეირო, სანტიაგო მოურინიო, ბიუქენენი, მარინი და პარტეი დაიმატა“, – ამტკიცებს ფრანგი ჟურნალისტი.

ფინანსური კრიზისის გამო „ლიონს“ ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებოდა, თუმცა სასჯელი თავიდან აიცილა. მიუხედავად ამისა, კლუბს ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით 40 მილიონ ევრომდე დავალიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×