რეზონანსი
27.08.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნებისმიერი კონტაქტი, იქნება ეს მაღალ თუ უმაღლეს დონეზე, კარგად უნდა მომზადდეს, რათა ეს კონტაქტები შედეგიანი იყოს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„მომლაპარაკებელთა ჯგუფების ხელმძღვანელები კონტაქტზე არიან, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების იდეის მიმართ რუსეთს „ნეგატიური დამოკიდებულება აქვს".

„ამის შესახებ სხვადასხვა დონეზე ვისაუბრეთ. რეალურად, ევროპული სამხედროები არ არსებობენ, არსებობს კონკრეტული ქვეყნების ჯარები და ამ ქვეყნების უმეტესობა კი ნატო-ს წევრია", - განაცხადა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×