რეზონანსი
27.08.2025

საქართველოს ხელი რომ წამოჰკრა და მის ხალხს დამსახურებულად მიღებული უვიზო მიმოსვლა ჩამოართვა, ევროკავშირის ავტორიტეტის სერიოზული დაცემა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებაზე არ წავა.

„პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ბევრ მაჩვენებელში საქართველოს ჩამორჩება კიდეც, როგორც ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყანა. მათ ეს იციან. გადაწყვეტილება, რომ ქართველ ხალხს უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმ რეიტინგებთან შედარებით, რაც საქართველოს გააჩნია. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებაზე არ წავა. ევროკავშირი ამაზე რომ არ წავა, თინა ბოკუჩავა უხერხულ მდგომარეობაში ჩადგება; არამხოლოდ ბოკუჩავა, არამედ მთლიანად მწამებელთა საზოგადოება. მათ ქვეყანაში სისხლის კალო დააყენეს. პოლიტიკური თამაში აქვთ, რომ თუ უვიზო მიმოსვლა არ შეაჩერეს, ეს მისი და გია ბარამიძის დამსახურებაა. აბა, საქართველოს ხელი წამოჰკრა და მის ხალხს დამსახურებულად მიღებული უვიზო მიმოსვლა ჩამოართვა იმ რეიტინგების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნია, ეს ევროკავშირის ავტორიტეტის სერიოზული დაცემა იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×