რეზონანსი
27.08.2025

 ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია კონკრეტული საქმეებით და პროექტებით უპასუხოს გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება", - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი - უკეთესი თბილისია.

„მოსახლეობას ვესაუბრებით განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც არის ქალაქში. ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ გამოწვევებს და კონკრეტული საქმეებით და პროექტებით უპასუხოს, ეს არის ქართული ოცნება", - აცხადებს კალაძე.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა 4 სექტემბერს იწურება. თბილისისთვის ამ ეტაპზე მოქმედი მერი და ოპოზიციის ორი კანდიდატი იბრძვის: იაგო ხვიჩია - „გირჩის" სახელით და ხაზარაძე-გახარიას პარტიებიდან - ირაკლი კუპრაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×