რეზონანსი
28.08.2025

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

როგორც კალასი აღნიშნავს, რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო ეძებს გზას მშვიდობისკენ, რუსეთი პასუხობს რაკეტებით. ღამის თავდასხმა კიევზე აჩვენებს ესკალაციის გაცნობიერებულ არჩევანს და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მკვლელობები და დაიწყოს მოლაპარაკებები", - წერს კაია კალასი.

ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×