რეზონანსი
28.08.2025

"629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. 

მაკრონი აღნიშნავს, რომ "საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს" და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს. 

629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა.

ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

განზრახ დაბომბეს საცხოვრებელი ტერიტორიები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები.

საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს.

სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და ღრმა თანაგრძნობა ყველა მგლოვიარე ოჯახის მიმართ," - წერს ემანუელ მაკრონი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ევროკავშირის მისიის შენობა დაზიანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×