რეზონანსი
28.08.2025

უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება. ეს ასე მარტივი თემა არ არის, ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მათი მოთხოვნები მოწყვეტილია იმ პრინციპებისგან, რაც ევროკავშირს აქვს“.

„პირველი საკითხია გამჭვირვალობის უგულებელყოფა. ეს პირდაპირ დაპირისპირებული პრინციპია ევროკავშირის სისტემასთან. არ შეიძლება, ქვეყანაში შავ-ბნელი ფული შემოდიოდეს და რევოლუციის მოწყობაში იხარჯებოდეს. საქართველოში უმცირესობის უფლებები დაცულია, მათ შორის შესაბამისი კანონებით. რაც მთავარია, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული საკითხი ის თემა არ არის, რაზეც შეიძლება, ევროკავშირი საქართველოს უპირისპირდებოდეს. ეს არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. ამ კანონის გაწვევა იმდენად გამაოგნებელი მოთხოვნაა, რომ პირდაპირ მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ მიზანზე, როგორმე ახალგაზრდები რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის დარაზმონ. ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხი გვექნება. ყველა პუნქტზე სამართლებრივი დასაბუთება იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×