რეზონანსი
28.08.2025

ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში კარტოფილის წარმოების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ავტორიტარული, დიქტატორული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, წელს კარტოფილზე ბელარუსის საზღვრებს გარეთ დიდი მოთხოვნა იქნება, მათ შორის რუსეთში.

„მოსავლის აღების კამპანია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ყველაფერი, რაც მთავრობამ მოითხოვა შესრულებულია. ახლა შედეგი თქვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×