რეზონანსი
28.08.2025

 რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

კელოგის თქმით, კიევზე განხორციელებული იერიშის სამიზნე იყო არა ჯარისკაცები ან იარაღი, არამედ უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელი უბნები.

„გუშინ ღამით რუსეთმა ომის განმავლობაში მეორე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონით და 31 რაკეტით. სამიზნეები? არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი უბნები - დაიბომბა სამოქალაქო მატარებლები, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მისიის საბჭოს ოფისები და უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის", - წერს კიტ კელოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×