რეზონანსი
29.08.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, - „დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ მერცმა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება - ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას ვაშინგტონში ყოფნისას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად".

გერმანიის კანცლერი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება, პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება", - აღნიშნა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×