რეზონანსი
29.08.2025

ეს ჩვენი ომი არ არის, შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა. ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელი კოლეგის ანდრეი სიბიგას განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის პოლიტიკური კამათი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უნგრეთმა უკრაინის უპილოტო აპარატების დანაყოფის მეთაურს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მასზე, ჩვენ არ დაგვიწყია ის, ჩვენ არ ვმონაწილეობდით. შეწყვიტეთ ჩვენი პროვოცირება, შეწყვიტეთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება და შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა", - დაწერა სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×