რეზონანსი
29.08.2025

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი დაახლოებით ორი დღის წინ იპოვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი ჯარისკაცი იყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამსახურიდან დაბრუნებული ჯარისკაცი უეცრად გაუჩინარდა, რის შემდეგაც მისი ძებნა ოჯახის წევრებმა დაიწყეს და უვკე გარდაცვლილს ღამის პირველის ნახევარზე მიაგნეს.

„მოქმედი სამხედროა. დილით ვნახეთ, ჩვეულებრივად, კარგ ხასიათზე იყო. ღამით პირველის ნახევრისკენ აღმოაჩინეს, ჩამომხრჩვალი კორპუსის უკან ეზოში. კახეთში გადაასვენეს", - აცხადებს ადგილობრივი „ტვ პირველთან".

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×