რეზონანსი
29.08.2025

მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება. ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდას.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%.

ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში.

„გონივრული მმართველობის შედეგად, უზარმაზარი საგარეო რყევებისა და ვითარების შიგნიდან მუდმივი არევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა გრძელდება - ივლისში 6.5%-იანი, ხოლო ბოლო 7 თვეში - რვაპროცენტიანი ზრდა.

ამ მხრივ, მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება. ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორებია:  ექსპორტის რეკორდული ზრდა - განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ღვინისა და გადამამუშავებელი პროდუქციის მიმართულებით; ტურიზმის დინამიკური განვითარება - ახალი პირდაპირი ავიარეისების გახსნისა და სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობის ზრდის ფონზე; ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები, მათ შორის, პორტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში; შიდა მოხმარების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების მატების გამო.

ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%.

ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×