რეზონანსი
29.08.2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნების“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ამომრჩეველთან.   

მერობის კანდიდატი ამჯერად სოფლებს: ნახიდურს, ხიდიდყურსა და მუხრანას სტუმრობდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

შეხვედრებზე, ადგილობრივებს წარედგინათ კანდიდატის  სამომავლო გეგმები, ასევე განხილულ იქნა სოფლებში არსებული საჭიროებები, მოქალაქეების ხედვები და ინიციატივები.

„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. ვგეგმავთ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივად გადავჭრათ ყველა საკითხი  და განვაგრძოთ მუნიციპალიტეტის განვითარება,“ — განაცხადა ზამურ ჭითანავამ. 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, 4 ოქტომბერს მოსახლეობის მხარდაჭერას ელის და მზად არის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მუშაობის გასაგრძელებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×