რეზონანსი
30.08.2025

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 7 440 ხანძარია რეგისტრირებული.

შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს რამდენიმე ასეულით მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

კერძოდ, გასული წლის პირველ ორ კვარტალში 5 983 ხანძარი დაფიქსირდა, წლევანდელი მაჩვენებელი კი 1 457-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

შსს-ს სტატისტიკით, მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყანაში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ტრავმირებულთა რაოდენობა კი 92-ს აღწევს. ამასთან, ხანძრის შედეგად განადგურებულია 299 შენობა-ნაგებობა და დაღუპულია 218 მსხვილფეხა საქონელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×