
ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პარუბის 5-ჯერ ესროლეს.
პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ.
პარუბის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა მკვლელობის გარემოებების შესახებ ცნობები მიაწოდეს.
„ანდრეი პარუბი გარდაიცვალა. მის ოჯახსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. მკვლელობის გამოსაძიებლად და მკვლელის მოსაძებნად ყველა საჭირო ძალა და რესურსი მობილიზებულია", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.