რეზონანსი
30.08.2025

თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტრამპი მუშაობს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, მათ შორის, მას უფრო ღრმა დარტყმებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რაც აშკარაა, რომ ეს შეიძლება მათ შეტევით მოქმედებებში დაეხმაროს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს", - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს გამოსაყენებლად „კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი" აქვს, თუმცა დონალდ ტრამპმა იცის, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შანსი უნდა შენარჩუნდეს.

„ეს ერთ ღამეში არ მოხდება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც კარგია", - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×