რეზონანსი
30.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა ტარიფი კვლავ ძალაშია.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა.

ტრამპი ტარიფების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ოდესმე ისინი გაუქმდება, ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება.

"ყველა ტარიფი კვლავ ძალაშია! დღეს უაღრესად მიკერძოებულმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად განაცხადა, რომ ჩვენი ტარიფები უნდა მოიხსნას, თუმცა მათ იციან, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატები გაიმარჯვებს. თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება. ეს ფინანსურად დაგვასუსტებს და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. აშშ აღარ მოითმენს უზარმაზარ სავაჭრო დეფიციტს, უსამართლო ტარიფებსა და არასატარიფო სავაჭრო ბარიერებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები აწესებენ, მეგობრები იქნებიან თუ მტრები, და რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს მწარმოებლებს, ფერმერებს და ყველას. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ის ფაქტიურად გაანადგურებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შრომის დღის ამ შაბათ-კვირის დასაწყისში ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ტარიფები საუკეთესო ინსტრუმენტია ჩვენი მუშების დასახმარებლად და იმ კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც აწარმოებენ შესანიშნავ „დამზადებულია ამერიკაში" პროდუქტებს. დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი უგუნური პოლიტიკოსები ტარიფების ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებას უშვებდნენ. ახლა, მათ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დახმარებით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ, რათა ამერიკა კვლავ მდიდარი და ძლიერი გახდეს",- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×