რეზონანსი
30.08.2025

2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 60 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არმქონე პირები.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშშია მოცემული, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, მათი რიცხვი 1 297-ს შეადგენდა, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 13.2%-ია.

საქსტატის თანახმადვე, უცხოელ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთაგან უდიდესი ნაწილი თურქეთზე [456], რუსეთსა [153] და აზერბაიჯანზე [118]მოდის.

ცნობისთვის: 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში სულ 9 845 პირი იყო განთავსებული, მათ შორის 9 393 კაცი და 452 ქალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×