რეზონანსი
30.08.2025

გურიაში, ერთ-ერთ სოფელში 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მე-8 კლასელი გოგონა გუშინ გაუჩინარდა. დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართა.

როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება.

"არასრულწლოვანი გოგო სახლში დილით დაბრუნდა. გოგონა დედასთან ერთად დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, იმერეთიდან არის" - ნათქვამია "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 30 წლის კაცმა, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, მიმალვა შეძლო და სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×