რეზონანსი
30.08.2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.

ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,"- აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×