რეზონანსი
31.08.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, შეჯახების შემდეგ მსუბუქმა ავტომობილმა ძლიერი დეფორმაცია მიიღო და დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გადავარდა.

35 წლამდე კაცი, რომელიც მანქანას მართავდა ადგილზე გარდაიცვალა, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 2 ადამიანი, მათი გადაყვანა უახლოეს კლინიკაში მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×