რეზონანსი
31.08.2025

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილს ხუთი ქვეყანა გამოთქვამს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი და შვეიცარია მზად არიან, ეს ფუნქცია იკისრონ. უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებაში და პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი და შვეიცარია მზად არიან მოლაპარაკებებს უმასპინძლონ, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ველოდები [უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი] ერმაკის მოხსენებას, რომელმაც თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართა შეხვედრა. ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთის ქმედებებზე ადეკვატური რეაქცია იყოს. პუტინი ცდილობს თავიდან აიცილოს სანქციები. მას მეტი არაფერი აინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, რათა ომის დასრულება ვაიძულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×