რეზონანსი
31.08.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ჩავიდა, სადაც შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის სამიტში იღებს მონაწილეობას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა. რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში ოთხი დღე დარჩება და ასევე დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

როგორც მედია წერს, ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი აგრეთვე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან. მათ შორის შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს. შესაძლოა, გაიმართოს აუდიენცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთანაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×