
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბახამროში არსებულს მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კურორტზე ვითარება კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს - ხდება მასობრივი ტყის გაჩეხვა და ყოველდღიურად ჩნდება ათობით უკანონო მშენებლობა.
ხაბეიშვილის განცხადებით, უკანონო მშენებლობების უკან მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და თანამდებობის წარმომადგენლები დგანან. მისი თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ჩოხატაურის მერი, ღიად ახორციელებენ.
უმძიმესი რეალობაა უყურო ბახმაროს როგორ ანადგურებენ აბსოლუტურად ვანდალურად. ხდება გაჩეხვა, უკანონო მშენებლობები, ყოველდღე რომ ამოვიდეს ადამიანი ათობით დამატებით უკანონო მშენებლობები დახვდება, რაც ცხადია კატასტროფაა და ამ უკანონო მშენებლობების მესაკუთრეებს ნახავენ, დაინახავენ, რომ ამ უკანონო მშენებლობების უკან მხოლოდ თანამდებობის პირები, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების წევრები იკავებენ აქ ტერიტორიას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ასე ღიად აკეთებს მათ შორის ჩოხატაურის მერი,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.