რეზონანსი
31.08.2025

პარტია „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია თბილისში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  ისანში მოსახლეობას ხვდებიან – კარდაკარ დადიან, მოქალაქეების პრობლემებს ისმენენ და ამომრჩევლებს საკუთარ გეგმებზე ესაუბრებიან.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ოპოზიციური პარტიები 4 ოქტომბრის შემდეგ გეგმავენ.

ახლა ვიმყოფებით ისანში, ვესაუბრებით ისნის მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე და მთავარი განცდა, რაც არის, არის ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, წინააღმდეგობას აქვს აზრი. მოქალაქეები აპირებენ არჩევნებზე წასვლას და გამოყენებას იმ შესაძლებლობის, რაც ნიშნავს ივანიშვილის დამარცხება დედაქალაქში. დედაქალაქმა რუსულ რეჟიმს უნდა უთხრას უარი ყველა ფრონტზე, მათ შორის არჩევნებზე. თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი ასეთი გზა, სადაც ივანიშვილი და კალაძე უნდა დამარცხდეს, როგროც რუსული რეჟიმი პროდასავლური, პროევროპული საზოგადოების წინააღმდეგ, - ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×