რეზონანსი
31.08.2025

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

61 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში და სხეულის მრავლობითი დაზიანებით ჯერ „არქიმედეს" კლინიკაში იყო მოთავსებული, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფმა დედა-შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×