რეზონანსი
31.08.2025

ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წელს 1.76 მილიონი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტის 8.4%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ირკვევა „ევროსტატის" განახლებული ანგარიშიდან.

ამავე მონაცემების მიხედვით, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების წილი ყველაზე მაღალი იყო ლუქსემბურგში (52.3%), მას კი მოსდევდა მალტა (29.6%) და კვიპროსი (22.3%).

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი სტუდენტების წილი ყველაზე დაბალი იყო საბერძნეთში (3%), ხორვატიასა (3.7%) და ესპანეთში (4.3%).

ევროკავშირის რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სასწავლებლად

რაც შეეხება საქართველოს, „ევროსტატის" მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე ევროკავშირში სულ სწავლობდა 4 179 საქართველოს მოქალაქე, აქედან საბაკალავრო პროგრამებზე - 2 114, მაგისტრატურის საფეხურზე - 1 727, ხოლო დოქტორანტურაზე - 338 სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ სწავლების სამივე საფეხურის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიდერი იყო გერმანია. უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე გერმანიაში ჯამში საანგარიშო პერიოდში 1 936 ქართველი სტუდენტი სწავლობდა.

კერძოდ, სამივე საფეხურის შემთხვევაში, იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ქართველი სწავლობდა, ასე გამოიყურებოდა:

საბაკალავრო საფეხური:

გერმანია - 870 სტუდენტი;

საბერძნეთი - 166 სტუდენტი;

საფრანგეთი - 150 სტუდენტი;

ნიდერლანდები - 111 სტუდენტი;

უნგრეთი - 102 სტუდენტი.

სამაგისტრო საფეხური:

გერმანია - 845 ჩარიცხული;

იტალია - 138 ჩარიცხული;

საფრანგეთი - 122 ჩარიცხული;

ავსტრია - 106 ჩარიცხული;

ჩეხეთი - 82 ჩარიცხული.

დოქტორანტურის საფეხური:

გერმანია - 221 სტუდენტი;

ჩეხეთი - 22 სტუდენტი;

საფრანგეთი - 20 სტუდენტი;

შვეიცარია - 20 სტუდენტი;

უნგრეთი - 14 სტუდენტი.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×