რეზონანსი
31.08.2025

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოხარულია, რომ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რადგან მრავალი განსახილველი საკითხი დაგროვდა.

„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით და დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების ფარგლებში საუბრის შესაძლებლობით. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია თქვენი ნახვა", - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დღეს დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნა. სამიტის ოფიციალური პროგრამა ხვალ იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×