
ევროკომისია ნავთობსადენ „დრუჟბაზე"უკრაინის თავდასხმებს აიგნორებს, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. მისი თქმით, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ევროკომისიას უკრაინის თავდასხმებზე რეაგირება არ მოუხდენია, რითაც იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პირველი ეტაპის დაწყებას არ დათანხმდება.
„უკრაინის მიერ უნგრეთის ენერგომატარებლებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ევროკომისია არ რეაგირებს,რადგანაც ის აღარ ემსახურება ევროპის ინტერესებს. ის უკრაინულ კომისიად გადაიქცა. უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნებისმიერ მისიას უკრაინაში, რაც წითელ ხაზს გადაკვეთს და ომში ევროპელი სამხედროების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს ნებისმიერ ფასად ავიცილოთ თავიდან.
უნგრეთის მთავრობა ასევე არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში შეყვანას, რადგანაც ეს გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს, უნგრეთის სურსათის უვნებლობას და უკრაინულ მაფიას უნგრეთში შეღწევის საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ, არ დავუშვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებით ნაწილს, ანუ მოლაპარაკებების კონკრეტული ეტაპების გახსნას", - განაცხადა სიიარტომ.