რეზონანსი
31.08.2025

„ბათუმი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განვითარდეს ქალაქი", - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ბათუმში მშენებლობებზე ნებართვა მაღალ კოეფიციენტებზე გაიცემა, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურას პრობლემას უქმნის. ურუშაძის თქმით, ბათუმი ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა.

„ყველაზე დიდი კოლაფსი და ქაოსური განაშენიანება არის სწორედ ბათუმში, იქ ხდებოდა 11, 10, 9 და მსგავსი კოეფიციენტებით მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ბათუმი არის ის ქალაქი, რომელიც პრაქტიკულად, გაორმაგდა და დღეს კატასტროფა ხდება ქალაქში. რომ შეადაროთ 10 წლის წინანდელ მდგომარეობას, განსხვავება სერიოზულად იგრძნობა. ბათუმში არის საცობები და შემცირებული სკვერები და ცარიელი სივრცეები, ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ქალაქი. რაც იქ ხდება, ეს არის არაკომპეტენტური მართვის და კორუფციის შედეგი. ბათუმი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განვითარდეს ქალაქი", - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×