რეზონანსი
31.08.2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, ახალგაზრდებს  შეხვდა. შეხვედრისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა წარმოადგინეს. როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ახალგაზრდებთან დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ მოვისმინე ახალგაზრდებისგან საინტერესო იდეები და წინადადებები. შეხვედრისას მათ გავუზიარე ჩვენი სამომავლო გეგმებიც და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ჭითანავამ.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისთვის, ნდობისთვის და გაზიარებული იდეებისთვის. მისი თქმით, ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის შექმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×